See other events

Lea­der as an Arc­hit­ect

Business & Tech

Description

ლიდერი, როგორც არქიტექტორი
ნიკოლოზ ქურდიანის მასტერკლასი

დიზაინი ამოცანის დანახვისა და მისი ამოხსნის უწყვეტი პროცესია. თანამედროვე ლიდერისთვის ის ყოველდღიური, პრაქტიკული აუცილებლობაა, რომელიც აერთიანებს მომხმარებლის საჭიროებების გააზრებას, პრობლემის გაანალიზებასა და გამოსავლის პოვნას.

დიზაინის ინსტიტუტში ნიკოლოზ ქურდიანი, TBC Uzbekistan-ის CEO და დიზაინის ინსტიტუტის პარტნიორი, ისაუბრებს დიზაინის როლზე ლიდერობასა და ბიზნესის განვითარებაში.

შეხვედრაზე განვიხილავთ:

რატომ არის დიზაინი პრობლემების გადაჭრისა და ბიზნესსტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი.

რატომ არის მომხმარებლის საჭიროებების გააზრება, ამოცანის ნაწილებად დაშლა და გამოსავლის პოვნა უშუალოდ CEO-ს პასუხისმგებლობა.

როგორ ეხმარება ემპათია, ცნობისმოყვარეობა და კრეატიულობა, რომლის განვითარებაც შესაძლებელია, ბიზნესს ისეთი გამოცდილების შექმნაში, რომელიც მომხმარებელს კვლავ აბრუნებს.

29 ოქტომბერი, 19:30
დიზაინის ინსტიტუტი,
დ.უზნაძის 82

Location